Thursday, May 16, 2019

ფილიპინებში არჩევნები პრეზიდენტის სამმა შვილმა მოიგო

ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს ქალიშვილმა და ორმა ვაჟმა შუალედურ არჩევნებში სახელმწიფო თანამდებობები დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 
გამოცემის ცნობით, არჩევნების დროს ბევრი დარღვევა იყო. დავაოს მერმა სარა დუტერტემ თანამდებობა შეინარჩუნა. მან 580 ათასი ხმა მიიღო, ხოლო მისმა ერთადერთმა მოწინააღმდეგემ - 4 000.
მისი ძმა, სებასტიან დუტერტე ქალაქის ვიცემერი გახდა. ამ არჩევნებში მას კონკურენტი არ ჰყავდა. პაოლე დუტერტემ წარმომადგენელთა პალატაში ადგილი მოიპოვა - მას ხმა 197 ათასმა ადამიანმა მისცა, ხოლო მისმა კონკურენტმა - 5 000 ხმა მიიღო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment