შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად აშშ-ს მთავრობამ ერთი მილიონი დოლარი გამოყო. USAID-ის ცნობით, ფინანსურ დახმარებას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული შვიდი ათასამდე მოსახლე, რომლებსაც მოსავალი სრულად გაუნადგურდათ. პროექტის მიზანია, მათთვის საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფა და სოფლის მეურნეობის საქმიანობის განახლებაში ხელშეწყობა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა განხორციელდება არსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც აშშ ახორციელებს. პროექტის "ზრდა საქართველოში" ფარგლებში, ჩვენი ჩართულობით, დამატებითი რესურსი გამოიყო ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის", — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
USAID/Zrda-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
on.ge
No comments:
Post a Comment