ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ გუსაუში შეიარაღებული პირების თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ზამფარას შტატის მთავრობის პრესმდივნის იუსუფ იდრისის განცხადებით, შტატის გუბერნატორი უკვე ეწვია შემთხვევის ადგილს და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა 14 ადამიანი, ისინი ადგილობრივი საავადმყოფოდან ფედერალურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ უკეთესი სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდებათ. მკურნალობის ხარჯებს შტატის მთავრობა დაფარავს“, - განაცხადა იდრისმა.
ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები განათლების დასავლურ მოდელს ეწინააღმდეგებიან და ქვეყანაში შარიათის წესებზე დაფუძნებული კანონმდებლობის შემოღებას ითხოვენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment