Friday, June 7, 2019

დუბაიში დაღუპულ 17 ტურისტს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

დუბაიში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ 17 ტურისტს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„ამ დროის მონაცემებით, ქუვეითში საქართველოს საკონსულოში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის აკრედიტებული, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა“, - აცხადებენ უწყებაში.
დუბაიში ტურისტული ავტობუსის მონაწილეობით მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კიდევ 5-მა ადამიანმა, მათ შორის ავტობუსის მძღოლმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ომანის სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment