Wednesday, June 5, 2019

ზუგდიდში საპენსიო ასაკის 93 პედაგოგი სკოლას ტოვებს

ზუგდიდშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოს პედაგოგიდან 93 საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა და  ჯილდოს მიღებაზე სურვილი გამოთქვა, დანარჩენი კი გამოცდაზე დარეგისტრირდა.
განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბრის თვეში ერთდროულად მიიღებენ.
"სულ 51 სკოლა. საპენსიო ასაკის დაახლოებით 230 პრაქტიკოსი მასწავლებელი, დღევანდელი მონაცემებით 93-მა გამოთქვა სურვილი ჯილდოს მიღებაზე, დანარჩენი დარეგისტრირდა გამოცდაზე,"- აღნიშნა ფარცვანიამ. 
რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment