Wednesday, June 12, 2019

ბახტაძე: ვმუშაობთ აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე

აშშ-ში, მშვიდობის ინსტიტუტში იმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მესამე კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა გახსნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კონფერენცია მამუკა ბახტაძის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმართება. პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა.
მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის კონგრესს, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვა, რომ საქართველო ღიაა მეტი ამერიკული ინვესტიციებისთვის და ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
„საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ყოველდღიურად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განსხვავებული იყო ვითარება რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან იშვიათი საჰაერო რეისები სრულდებოდა და ეს ბევრისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.
„საქართველომ გააზრებულად იკისრა ვალდებულება ეკონომიკური ხედვის განხორციელებაზე, რაც სამპუნქტიან სტრატეგიას ეფუძნება. ჩვენ ვახდენთ გეოგრაფიის, ეროვნული უპირატესობებისა და ძალისხმევის მობილიზებას ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალოდ 5 პროცენტია და ორჯერ აღემატება სამეზობლოში არსებულ მაჩვენებელს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს რეგიონში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით.ვცდილობთ ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას, რაც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს. ეს ნამდვილად არ არის არარეალისტური და წელს უკვე გავუსწარით საპროგნოზო მაჩვენებლებს. ჩვენ გვსურს არა მარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის.
ჩვენი ხალხი უკვე გლობალურ მასშტაბებზე გავიდა და ამჟამად ვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმას მასშტაბური კაპიტალდაბანდების გზით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხადა პრემიერმა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment