Saturday, June 1, 2019

აშშ-ში განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი იდენტიფიცირებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი იდენტიფიცირებულია. ამერიკული მედიის ცნობით, ის პროფესიით ინჟინერი იყო.
40 წლის კაცი ქალაქ ვირჯინია ბიჩის ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობდა.  მან ვირჯინია ბიჩში სულ მცირე 12 ადამიანი მოკლა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი მუნიციპალური ცენტრის შენობაში შევიდა და ადამიანები დახოცა. 
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციამ ორმხრივი სროლისას მოკლა. თავდასხმის მოტივი უცნობია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment