Sunday, June 16, 2019

ჩემი და გუბერნატორის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა" - რატომ გადადის ზურაბ ანთელავა ზუგდიდში საცხოვრებლად და რას ფიქრობს "კვაზი მანტკავაზე"

თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი, ნა­თე­სა­ვებ­ზე გუ­ლაც­რუ­ე­ბულ-გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კვა­ზი მან­ტკა­ვა სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გარ­შე­მო მყო­ფებს თა­ვი­სი ოი­ნე­ბით თავ­სა­ტეხს უჩენს, კვა­ზის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - მსა­ხი­ო­ბი ზუ­რაბ ან­თე­ლა­ვა კი სა­ცხოვ­რებ­ლად ზუგ­დიდ­ში გა­და­ვი­და. მსა­ხი­ო­ბი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და "კვა­ზი მან­ტკა­ვა­ზე" ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

- ზუგ­დი­დის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა - ბად­რი წე­რე­დი­ან­მა თე­ატ­რში მი­მი­ღო, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრში კი ბა­ტონ­მა მა­ნუ­ჩარ სა­მუ­ში­ამ რე­ჟი­სორ-კონ­სულ­ტან­ტად მი­მიწ­ვია. ასე რომ, ზუგ­დიდ­ში გა­დავ­ბარ­გდი. უბ­რა­ლოდ, თვე-ნა­ხევ­რით ეს­პა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, კარ­გად ვერ ვარ, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რია. ახლა უკვე ზუგ­დიდ­ში გამ­გზავ­რე­ბას ვა­პი­რებ.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ?
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- არა. ჯერ ერთი, მე ხომ ზუგ­დი­დე­ლი ვარ და მე­ო­რეც: ზუგ­დიდ­ში ან­თე­ლა­ვამ თა­ვი­სი კვა­ლი ხომ უნდა და­ტო­ვოს? ან­თე­ლა­ვე­ბი წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დი­დან ვართ. ყვე­ლამ თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, რო­გორც ქვეყ­ნის, ასე­ვე ქა­ლა­ქის ღირ­სე­ბის­თვის. მინ­და, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, რა­ღაც გა­ვა­კე­თო. თა­ნაც, გუ­ბერ­ნა­ტო­რი ძა­ლი­ან მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რომ კულ­ტუ­რის სფე­რომ წინ წა­მო­ი­წი­ოს. ჩემი სურ­ვი­ლი და მისი ხედ­ვა ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა. ზუგ­დი­დის თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბად მი­მიწ­ვი­ეს, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ არის: ვიცი, თუ რო­გორ უნდა ავა­შე­ნო თე­ატ­რი. დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რე­ბი­დან ისე არც ერთს უჭირს, რო­გორც ზუგ­დი­დის თე­ატრს. ცოდ­ნა მაქვს, მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მყავს, რომ­ლე­ბიც ხელს შე­მი­წყო­ბენ, რომ ამ თე­ატრმა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი თქვას.
- ძა­ლი­ან კარ­გი. ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში", ახ­ლობ­ლებ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი - კვა­ზი მან­ტკა­ვა ეტ­ლში ჩაჯ­და. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, თქვენ რო­გორ გა­მო­ხა­ტავთ სიბ­რა­ზეს?
- (იცი­ნის) სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად. გა­აჩ­ნია, რის გამო ვბრაზ­დე­ბი. არ­სე­ბობს ისე­თი გაბ­რა­ზე­ბა, რო­მე­ლიც უნდა "გა­ა­ტა­რო" - შე­იძ­ლე­ბა, არც სხვამ შე­ამ­ჩნი­ოს და თა­ვა­დაც არ უნდა შე­იმ­ჩნიო. ისე­თი სიბ­რა­ზეც არის, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, "გა­მო­ვი­დეს". მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა ყვი­რი­ლი მინ­დო­და. წყნა­რად ვით­მენ­დი, მაგ­რამ ეს იცი, რო­გო­რი სი­წყნა­რეა ხოლ­მე? ში­ნა­გა­ნად რომ ვდუღვარ და გა­რეგ­ნუ­ლად არა­ფე­რი მე­ტყო­ბა. შე­იძ­ლე­ბა, თა­ვად მგო­ნია, რომ არ მე­ტყო­ბა, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად რომ იყოს, ვინ­მე ხომ მე­ტყო­და, - ასე რა­ტომ ხარო?.. ასეთ დროს თავს ვი­კა­ვებ, მაგ­რამ მინ­და, ვიღ­რი­ა­ლო, ვი­ხავ­ლო!.. გაბ­რა­ზე­ბა სი­ხა­რუ­ლის ან­ტი­პო­დია. ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნებს რო­გორც სი­ხა­რუ­ლის, გაბ­რა­ზე­ბის გა­მო­ხატ­ვაც უჭირთ ხოლ­მე. ზოგ­ჯერ მირ­ჩევ­ნია, ადა­მი­ანს გა­ვე­რი­დო, ხან კი მინ­და - დავ­გლი­ჯო, ნა­წი­ლე­ბად დავ­შა­ლო. გა­აჩ­ნია, ვის­გან მოგ­ხვდე­ბა და რო­გო­რი დარ­ტყმაა. გაბ­რა­ზე­ბა ყო­ველ­თვის ისე­თი ემო­ცი­აა, რო­მელ­საც არ ელო­დე­ბი. გჯე­რა, მაგ­რამ რწმე­ნა და სი­მარ­თლე გიმ­ტყუნ­დე­ბა.
- მოდი, კვა­ზი მან­ტკა­ვას საქ­ცი­ელ­ზე ვი­სა­უბ­როთ, როცა კვა­ზის თვალ­ში, მისი სა­ახ­ლობ­ლო წახ­და და თა­ვად ეტ­ლში ჩაჯ­და...
- აი, გარ­შე­მო მყოფ­მა ვი­თომ მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხალ­ხმა ადა­მი­ა­ნი სა­დამ­დე მი­იყ­ვა­ნეს (ყვე­ლა ეფე­რე­ბა - ყვე­ლა ფლი­დობ­და), მისი და თა­ვი­ან­თი ღირ­სე­ბაც ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეს. კვა­ზიმ ეს ვერ გა­და­ი­ტა­ნა. ამ­ჯო­ბი­ნა, ისევ სა­ვარ­ძელ­ში ჩამ­ჯდა­რი­ყო - არ ეს­მო­დეს და არ და­ი­ნა­ხოს. მის გარ­შე­მო მყო­ფებ­მა სახე და­კარ­გეს. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სწო­რედ ეს იდე­აა, რომ ჩვენს ერს ვაჩ­ვე­ნოთ, სად და რა გვტკი­ვა, რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ. თით­ქოს გა­სარ­თო­ბი სე­რი­ა­ლია, მაგ­რამ ამა­ში ის სიბ­რძნეა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ შე­უმ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­ხედ­ვა­რე­ნი ჩვენც ასე­თად არ გა­და­ვიქ­ცეთ. მთე­ლი ქვე­ყა­ნა სა­ვარ­ძელ­ში ხომ არ ჩავ­სხდე­ბით, არა?..
ambebi.ge

No comments:

Post a Comment