ანკარაში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი წვიმა თურქეთის დედაქალაქში გუშინ საღამოს დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ძლიერი ღვარცოფის შედეგად ანკარის ქუჩები დაიტბორა. ავტომობილებით მოძრაობა დროებით გართულებული იყო. ასევე წყალი ჩავიდა მეტროს ზოგიერთ სადგურში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment