Thursday, June 13, 2019

ხუთეული შვიდეულად უნდა გადაიქცეს

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს 7 ფეხბურთელი ეყოლება შეძენილი...

პერესმა როდრიგო გოეშის, ედერ მილიტაოს, ლუკა იოვიჩის, ედენ აზარისა და ფერლან მენდის სახით ხუთეული უკვე შეკრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბი კიდევ 2 ფეხბურთელს დაიმატებს. კანდიდატი რამდენიმეა, თუმცა გამადრიდელების ყველაზე დიდი შანსი პოგბას, ერიკსენს და ვან დე ბეეკს აქვთ. ამასთანავე ინტერესი არსებობს ნეიმარის, მბაპეს და დე ლიხტის მიმართ, თუმცა მათი ტრანსფერი ნაკლებსავარაუდოა.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment