Tuesday, June 4, 2019

ესპანეთის სასამართლომ ფრანკოს გადასვენების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება, დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს გადასვენებასთან დაკავშირებით, რომელიც 10 ივნისს იყო დაგეგმილი. ამასთან სასამართლომ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას EL Pais-ი ავრცელებს.
ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის გადაწყვეტილების შეჩერებით დააკმაყოფილა ფრანკოს ოჯახის წევრებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს „დაღუპულთა ხეობის“ მავზოლეუმიდან ფრანკოს ცხედრის სხვა ადგილას გადასვენებას ეწინააღმდეგებიან.
მავზოლეუმი, რომელიც 1940 წელს აშენდა, 1936-39 წლებში სამოქალაქო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. ომში მილიონზე მეტი ესპანელი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს დიქტატორის სადიდებელი არ უნდა იყოს.
ფრანცისკო ფრანკომ 1936 წელს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და დაიწყო სამოქალაქო ომი რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ გერმანიის ნაცისტური და იტალიის ფაშისტური მთავრობების მხარდაჭერით. ომში გამარჯვების შემდეგ მან ქვეყანაში მემარჯვენე ტოტალიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომში ესპანეთს ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ფრანკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ფრანკოს გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე დევნიდნენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment