Wednesday, October 25, 2017

კვლევა: საქართველოში 16 წლის მოსწავლეები ალკოჰოლს ხშირად მოიხმარენ

ESPAD-ის  გამოკითხვის თანახმად, საქართველოში 16 წლის მოსწავლე-ახალგაზრდობაში ალკოჰოლი ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფსიქოაქტიურ საშუალებას წარმოადგენს. ახალგაზრდები ყველაზე ხშირად სვამენ  ღვინოს (40%),  ლუდს (36%),  სპირტიან სასმელებს (30%), ალკოპოპს (14%).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სასმელს გოგონებზე მეტად ბიჭები მოიხმარენ. რესპონდენტთა 41%-მა (ბიჭების 51%-მა და გოგონების 30%-მა) განმარტა, რომ უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ლკოჰოლის მძიმე მოხმარების ეპიზოდი. 
სპეციალისტების მტკიცებით, ალკოჰოლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდას უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. საიდანაც 300 ათასი შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის. ალკოჰოლი 60- მდე დაავადების, ტრავმების, ინვალიდობის მიზეზია, ის ანადგურებს  ჯანმრთელობას და აზიანებს  გულს, ღვიძლს, ძვლოვან სისტემას, ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მომნელებელ სისტემას, მეტაბოლიზმს და სხვა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა  ცენტრმა ალკოჰოლის საწინააღმდეგო სტრატეგია უკვე შეიმუშავა. დოკუმენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოიწონა, ახლა კი ჯერი საქართველოს მთავრობაზეა. მთავრობის მხარდაჭერის შემთხვევაში ყველა ის რეგულაცია შევა ძალაში, რომლებიც ალკოჰოლის მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული, მათ შორისაა სპირტიანი სასმელების რეკლამირების წესებიც. 
ალკოჰოლის მოხმარების საწინააღმდეგო სოციალური და მედია-კამპანია ორგანიზაცია “არტინფო საქართველოსთან“ ერთად ხორციელდება. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment