Wednesday, October 25, 2017

ბუფონმა კარიერის გასაგრძელებლად პირობები დაასახელა

ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის გასაგრძელებლად თავისი პირობები დაასახელა. ამის შესახებ Sky Sport-ი იუწყება.
“სრულიად დარწმუნებული ვარ საკუთარ გადაწყვეტილებაში, დავასრულო კარიერა. ეს სეზონი უკანასკნელი იქნება ჩემთვის. კიდევ რამდენიმე წელი არაფერს შეჰმატებს ჩემი ნამსახურევის სიას. ერთადერთი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ გადაწყვეტილებაზე, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა. ეს იუვენტუსს მსოფლიო კლუბურ ჩემპიონატზე მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. ამას კი ვერ გამოვტოვებ“, - აცხადებს 39 წლის ბუფონი.
23 ოქტომბერს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ბუფონი 2017 წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment