2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები 12 მილიარდ 298 მილიონი ლარია. მათ შორის შემოსავლები - 10 მილიარდ 120 მილიონი ლარი. მომავალი წლის მთავარი საფინასო დოკუმენტი ეკომომიკის 4.5 % იან ზრდაზეა დაგეგმილი. ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ს.
„საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში“, - ნათქვამია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი.
„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში მიიღეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ“, - განამარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment