პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში გაემგზავრნენ. ისინი შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან გეგმავენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ადა მარშანიას თქმით, მოსკოვში დაგეგმილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის გასაჯაროება ამ დროისთვის არ მოხდება.
„მივემგზავრებით მხოლოდ ქალაქ მოსკოვში. დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, რაც იყო პირველი ვიზიტის დროს. ვხვდებით სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს და კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე უფლება არ მაქვს გავასაჯაროო ჯერ. მთავარი სასაუბრო თემა, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი, ჩვენი ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხი“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში რამდენიმე დღეს დარჩებიან და თბილისში სავარაუდოდ 5 ოქტომბერს დაბრუნდებიან.
11 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო-ნატო-რუსეთის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment