გერმანიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც თავის 2 წლის ქალიშვილს ყელი გამოსჭრა. ინფორმაცია The Local-ი ავრცელებს. შემთხვევა 23 ოქტომბერს ჰამბურში, პაკისტანელების ოჯახში მოხდა. პოლიციაში ქალმა დარეკა და დახმარება ითხოვა, მისი თქმით, მას მეუღლე მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე მისულ პოლიციას კი ოთახში 2 წლის ყელგამოჭრილი ბავშვი დახვდათ.
მეზობლები ამბობენ, რომ კაცი ცოლზე ეჭვიანობდა და ქალს არა მხოლოდ სხვებთან საუბარი, არამედ, მეზობლებთან მისალმებაც კი აკრძალული ჰქონდა. ცოლ-ქმარს კიდევ 6 წლის ბიჭი ჰყავთ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment