Tuesday, October 24, 2017

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45-ს მიაღწია

პორტუგალიაში ტყის ხანძრის გამო დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა და 45-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Publico წერს.
გამოცემის ცნობით, 15-16 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 700-მდე კერა დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად ტრავმა 70-მდე ადამიანმა მიიღო.
სტიქიამ ასობით სახლი გაანადგურა. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია 12 საავტომობილო გზა. ხანძართან საბრძოლველად მობილიზებულია 4 000 მეხანძრე და სამხედროები.
ჯამში, 2017 წელს პორტუგალიაში სხვადასხვა ხანძრის დროს, 100 ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment