გამოცემა Lonely Planet-მა საქართველო მოგზაურობისთვის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაასახელა.
"მომავალზე მოფიქრალი, მაგრამ წარსულით ამაყი", - წერს გამოცემა საქართველოს შესახებ. აღწერაში ასევე მოთხრობილია თამადის ინსტიტუტის შესახებ, "ისინი პატივის მისაგებად "წინაპრების სადღეგრძელოს სვამენ".
"ასი წლის წინ საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც 2018 წელს საქართველოში ჭიქა შეგიძლიათ აწიოთ და სადღეგრძელო თქვათ", - წერს გამოცემა.
ათეულში არიან ასევე ჩილე, სამხრეთ კორეა, პორტუგალია, ჯიბუტი, ახალი ზელანდია, მალტა, (საქართველო), მავრიტანია, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.
ამასთან, Lonely Planet-მა თბილისს, საუკეთესო ღვინის გამო საუკეთესო ქალაქების ათეულში მეშვიდე ადგილი მიანიჭა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment