Wednesday, October 25, 2017

იანოშ ჰერმანი: ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას, აცხადებს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"სპეციალური ჯგუფები გვქონდა შექმნილი იმისთვის, რომ მონიტორინგი გაგვეწია არჩევნების მიმდინარეობისთვის. ჩვენი დამკვირვებლები სხვადასხვა ადგილზე ადევნებდნენ თვალყურს პროცესს. ამ დაკვირვებით, ჩვენი დასკვნით, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები.
იყო რამდენიმე მაგალითი, როდესაც გავიგეთ გარკვეული დარღვევების შესახებ, თუმცა უმეტესად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმშვიდე იყო", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment