Wednesday, October 25, 2017

კალაძე: საზოგადოებასთან საკრებულოსა და მერიის კომუნიკაციის ფორმა ჩემთვის მიუღებელი იყო

" საზოგადოებასთან საკრებულოსა და მერიის კომუნიკაციის ფორმა, რაც წლების განმავლობაში იყო, ჩემთვის მიუღებელია,"- ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა.
"ცუდი კომუნიკაცია იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქალაქის საკეთილდღეოდ, უამრავი ისეთი პროექტი განხორციელდა, რომელთა შესახებაც მხოლოდ მოსახლეობამ კი არა, ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმაც კი არ იცის. ეს ზოგადად ჩვენი პრობლემაა, არა მხოლოდ მერიის, მთავრობასაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები. შესაბამისად,  ვერ ვახერხებთ მოსახლეობასთან მივიტანოთ ის გაკეთებული საქმეები, რომლებიც 2012 წლიდან შესრულდა. ამ მიმართულებით ჩვენ ცვლილებებს განვახორციელებთ და სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან პირადად ჩემთვის და გუნდისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - აცხადებს თბილისის ახლადარჩეული მერი.
მისივე თქმით, მერიაში იქნება საკადრო ცვლილებებიც და რეფორმებიც.
"აუცილებლად იქნება ცვლილებები. განსაკუთრებულ ყურადღებას კომპეტენციაზე, პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაზე გავამახვილებთ. თუ რა ცვლილებები იქნება, როცა მერიაში მივალთ და მოგვენიჭება უფლებამოსილება, მაშინ გახდება ეს ყველაფერი ცნობილი", - აცხადებს კახა კალაძე.
imedinews.g
e

No comments:

Post a Comment