Tuesday, October 24, 2017

გიორგი მღებრიშვილი იაპონური ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იაპონური ფონდის - „ნიპონის“ თავმჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. ფონდის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზღვაო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
„ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, შევხვედროდით 30-ზე მეტი ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს და გვემსჯელა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მოგეხსენებათ, სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყებაა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა დამატებითი რესურსები იქნას მოზიდული“, -განაცხადა მინისტრმა.
შს მინისტრმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შესახებ. ეს ცენტრი საზღვაო უშიშროების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტში ჩაბმულ 11 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აერთიანებს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. საქართველოს შს მინისტრმა სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით ფონდ „ნიპონთან“ თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment