Sunday, January 20, 2019

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული კაცი 113 წლის გარდაიცვალა

იაპონელი მასაძო ნონაკა Guinness World Records-მა გასულ წელს პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ცნო. ის იაპონიაში 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა. დღეს დილით მისი გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა.
ბოლო წლები მან 5 შვილთან და შვილიშვილებთან ერთან იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე გაატარა. უყვარდა გაზეთების კუთხვა, სუმო და საოპერო ხელოვნება.
ნონაკას გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ხნიერი კაცის ტიტული გერმანელ გუსტავ გერნეტს გადაეცემა. ის 1905 წლის 15 ოქტომბერსაა დაბადებული.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 


No comments:

Post a Comment