რუმინეთში გრიპის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მედიაში 18 დაღუპულის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ ჰქონდა.
ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს.
გასულ კვირას რუმინეთში რესპირატორული ინფექცია 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment