Tuesday, January 8, 2019

ზუგდიდის საავადმყოფოებში გრიპის ვირუსით 3 ორსული მკურნალობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმონადგენლის ნანა ოდიშარიას თქმით, სამეგრელოს რეგიონში მიმართვიანობის შემთხვევები მომატებულია, თუმცა ეპიდემიის სურათი არ არის.
მისი თქმით, დადასტურებულად ცნობილია, რომ 2 ადამიანი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, თუმცა, გარდაცვლილებს, ვირუსის გარდა, სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდათ, რის გამოც მათი მდგომარეობა მძიმე იყო.
ამ ეტაპზე ზუგდიდის სავადმყოფოებში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 ადამიანი მკურნალობს, მათგან სამი ორსულია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მიუხედავად მომხდარისა, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, 21 ერთეულით შემცირებულია.
მედიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ ოჯახის ექიმს მიმართონ. 
რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ. ასევე ქვეყანაში ამ პრეპარატის დეფიციტის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტრო "ტამიფლუს" აფთიაქებს საკუთარი მარაგებიდან მიაწვდის.
ქვეყნის მასშტაბით აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგები 10 იანვრიდან შეივსება. მანამდე კი პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ იყიდება. 
შეგახსენებთ, რომ უფასოდ "ტამიფლუს" მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).
imedinews.ge

No comments:

Post a Comment