Saturday, January 19, 2019

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ჯარისკაცებით სავსე БТР-ი კლდიდან გადავარდა - დაღუპულია 3 ჯარისკაცი

სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ჯავშანტრანსპორტიორი, რომელსაც რუსი ჯარისკაცები მართავდნენ, კლდიდან გადავარდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაიღუპა 2 ან 3 ჯარისკაცი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლის რაოდენობა 2 იყო, თუმცა სავარაუდოდ მესამე ჯარისკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ sova.news ავრცელებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 


ინციდენტი მდინარე კოდორის ხეობში, სოფელ წებელდასთან ახლოს მოხდა. წინასწარი ვერსიით, ჯარისკაცებმა ჟავშანტრანსპორტიორის მართვაზე კონტროლი დაკარგეს.
ამავე დროს, როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები აღნიშნავენ, რუსი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების ფაქტს მალავს, როგორც საოკუოპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ხელისუფლება, ასევე მედიაც.
newposts.ge


No comments:

Post a Comment