Tuesday, January 8, 2019

ბახმაროში გერმანელმა და ჩეხმა ტურისტებმა სათხილამურო ტრასების გამო იჩხუბეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბახმაროზე, გერმანელმა და ჩეხმა ტურისტებმა სათხილამურო ტრასების გამო იჩხუბეს და ერთმანეთს სცემეს. შსს-ში ამ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 
როგორც ვებგვერდი "გურია ნიუსი" თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, კურორტზე ჩეხი ტურისტების ჯგუფის უფროსი გერმანელი ტურისტების ჯგუფის უფროსს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ გერმანელებმა ჩეხებს გაუკვალავ თოვლში სრიალის დროს გადაუსწრეს.
"ჩეხების ჯგუფის უფროსი გერმანელების უფროს ყელში სწვდა და ამით დაიწყო დაპირისპირება. კარგად სცემეს ერთმანეთს ბახმაროს ტრასის გამო. ჩეხები იჩემებენ "ჩვენი ტრასაა"-ო, გერმანელი ტურისტები ამბობენ ჩვენიაო და ამის გამო დიდი დაპირისპირებაა", - ამბობს თვითმხილველი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment