Sunday, January 20, 2019

მოურინიო ამბობს, რომ უსაქმობით ბედნიერია

პორტუგალიელმა მწვრთნელმა მედიას უამბო, თუ როგორ ატარებს დროს მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

„დიდი სიამოვნებით ვატარებ ამ სამ კვირას. ბედნიერი ვარ, რომ მეღირსა უმუშევრად ყოფნა და დროის ისე გაყვანა, როგორც ამას ვერასდროს ვახერხებდი. თუმცა, კარგად ვიცნობ თავს და მარტის ბოლოს ეს უდარდელობა დამამძიმებს“, - განაცხადა მოურინიომ.
55 წლის მწვრთნელის თქმით, მან 3 შეთავაზებაზე თქვა უარი, ვინაიდან გრძნობდა, რომ ეს საქმე მას სიამოვნებას არ მიანიჭებდა
„იუნაიტედიდან“ მოურინიო დეკემბერში გაუშვეს. კომპენსაციის სახით მან 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment