Friday, January 4, 2019

საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1-ით ე.წ "ღორის გრიპით" რვა ადამიანი გარდაიცვალა. როგორც, ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ყველა შემთხვევაში, H1N1-ის ვირუსი სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა კი დაგვიანებული იყო.

„რვიდან ერთი იყო ორსული ქალი, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძიმე პნევმონია ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ხოლო დანარჩენ ექვს H1N1-ის ვირუსი ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ჰქონდა (სიმსივნე, გულის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ)”, - განაცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  

მისი განცხადებით, უახლოეს ორი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის გავრცელების მკვეთრად ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი საახალწლო არდადეგების გამო ჯერ კიდევ არ განახლებულა.
sknews.ge

No comments:

Post a Comment