გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
არსებული ინფორმაციით, მამამ ავტომანქანის სიახლოვეს მყოფი შვილი ვერ შენიშნა და მანქანით დაეჯახა.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ოჯახის წევრებმა, მცირეწლოვანი ბიჭი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა კლინიკა „გორმედში“ შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
"კლინიკაში შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, თუმცა შემოყვანისას ბიჭს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა, ის გარდაცვლილი იყო. რაც შეეხება დაზიანებებს, აღნიშნულთან დაკავაშირებით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა სამხარულის სახელობის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment