Saturday, June 15, 2019

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. imedinews-ის ინფორმაციით, „ალი და ნინოს“ ძეგლთან ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაშველი დრონიც, რომელიც სამაშველო ოპერაციებში წელს პირველად გამოიყენება. მოეწყო დრონით ადამიანის გადარჩენის სიმულაციაც.
imedinews-ის ინფორმაციით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ღონისძიებებზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის სამი მაშველი დააჯილდოვა, მანუჩარ წულუკიძემ, ანრი ნემსაძემ და იგორ აზნაურიშვილმა გასულ წელს 350 ადამიანი გადაარჩინეს.
დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 20 ქალია. რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 50-ით გაიზარდა.
სეზონის გახსნის ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დაგეგმილია მუსიკალური პროგრამები და შოუები
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment