Tuesday, June 11, 2019

ლისის ტბაზე წყლის ხარისხის მდგომარეობა გაირკვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისში ლისის ტბის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი. მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კვლევების შედეგების მიხედვით, ლისის ტბაში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატების და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.   
პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment