Saturday, June 1, 2019

რა საფრთხეს შეიცავს სეისმურ ზონაში მდებარე სომხეთის ატომური სადგური - "ავარიის შემთხვევაში, მთავარია, საით დაუბერავს ქარი"

მე­წა­მო­რის ელექტრო­სად­გუ­რი, რო­მე­ლიც სომ­ხეთ­ში დაბა მე­წა­მორ­ში მდე­ბა­რე­ობს, ხვა­ლი­დან მომ­დევ­ნო ოთხი თვის ჩავ­თლით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას შე­ა­ჩე­რებს. მი­ზე­ზი სა­მო­დე­რი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბია, რა­მაც ელექტრო­სად­გუ­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი უნდა გა­ზარ­დოს. თუმ­ცა, ევ­რო­კავ­ში­რი, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია სომ­ხეთს ამ ელექტრო­სად­გუ­რის და­ხურ­ვი­სა­კენ მო­უ­წო­დებს, მი­იჩ­ნევს, რომ საბ­ჭო­თა დროს აგე­ბულ სად­გურს მო­დი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც არ შე­უძ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სომ­ხეთ­ში ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი მოხ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად მი­წისძვრა, არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს და კა­ტასრო­ფუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს, რო­გორც სომ­ხეთს, ისე მის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე ქვეყ­ნებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ იმ რის­კებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რა­საც მათი არ­სე­ბო­ბა შე­ი­ცავს. ია­პო­ნი­ა­ში მოხ­და­რი მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბულ ფუ­კუ­სი­მის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლამ მთე­ლი მსოფ­ლიო იმა­ზე და­ა­ფიქ­რა, თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა სა­ერ­თოდ ატო­მუ­რი ენერ­გია. „ფუ­კუ­სი­მა 1“-ის კა­ტას­ტრო­ფა არ არის ერ­თა­დერ­თი ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნა. მსგავ­სი რამ მოხ­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­კი­ლო­მეტ­რი­ან კუნ­ძულ­სა და ჩერ­ნო­ბილ­ში.
რო­დე­საც ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე მსჯე­ლო­ბა იწყე­ბა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად გა­მოთ­ქვა­მენ მო­საზ­რე­ბას, რომ შე­საძ­ლოა, მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში „ატო­მუ­რი ობი­ექ­ტი“ იყოს. უპირ­ვე­ლეს არ­გუ­მენ­ტად მისი ხან­დაზ­მუ­ლო­ბა მოჰ­ყავთ. ეს სად­გუ­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში აშენ­და, ანუ ჩერ­ნო­ბი­ლის ელექტრო­სად­გუ­რამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, იგი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ძველ სტან­დარ­ტებ­სა და ნორ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე რის­კფაქ­ტო­რებს ვერ პა­სუ­ხო­ბენ. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, რა­ზეც ფი­ზი­კო­სე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ, ელექტრო­სად­გუ­რის არა­სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, ელექტრო­სად­გუ­რი სე­ის­მუ­რად მე­ტად აქ­ტი­ურ ზო­ნა­შია აშე­ნე­ბუ­ლი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სწო­რედ ამ რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის გამო, აზერ­ბა­ი­ჯან­მა, თურ­ქეთ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს სომ­ხეთს, და­ე­ხუ­რა მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი. სად­გუ­რი რომ უნდა და­ი­ხუ­როს, ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რიშ­შიც არის ნათ­ქვა­მი.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, დაბა მე­წა­მორ­ში მდე­ბა­რე ატო­მურ სად­გურ­ზე სომ­ხე­თის ენერ­გო­მოხ­მა­რე­ბის 40% მო­დის. სწო­რედ ამი­ტომ აჭი­ა­ნუ­რებს სომ­ხე­თი ელექტრო­სად­გუ­რის და­ხურ­ვას.
მე­წა­მო­რის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი, ერევ­ნი­დან 30 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს, თბი­ლი­სი­დან კი 113 კმ-ით არის და­შო­რე­ბუ­ლი
ელექტრო­სად­გუ­რი 1970-იან წლებ­ში აშენ­და და შედ­გე­ბა ორი ენერ­გობ­ლო­კის­გან. 1988 წელს რე­გი­ონ­ში მოხ­და 6,9 მაგ­ნი­ტუ­დის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მი­წისძვრა, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრი მხო­ლოდ 75 კი­ლო­მეტ­რით იყო და­შო­რე­ბუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი­დან. მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მე­წა­მო­რის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა, მაგ­რამ შვი­დი წლის შემ­დეგ კვლავ აა­მოქ­მე­და ის, ვი­ნა­ი­დან 1988-94 წლებ­ში მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ომის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნას თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.

მას შემ­დეგ რაც, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მცხე­თის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ("მცხე­თის რე­აქ­ტო­რად" ცნო­ბი­ლი "მუ­ხათ­გვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრი" 1960 წელს შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში) კონ­სერ­ვა­ცია მოხ­და, მე­წა­მო­რის ელექტრო­სად­გუ­რი კავ­კა­სი­ა­ში ერ­თა­დერ­თია.
„ფუ­კუ­სი­მა 1“-ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ელექტრო­სად­გუ­რე­ბის სრულ უარ­ყო­ფა­ზე ალა­პა­რაკ­და. ევ­რო­პე­ლე­ბი სა­კუ­თარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს დაც­ვის გამ­კაც­რე­ბა­სა და ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას სთხო­ვენ. გერ­მა­ნელ­მა ხალ­ხმა ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტე­სო აქ­ცი­ე­ბით არა­ერ­თხელ გა­აპ­რო­ტეს­ტა. გერ­მა­ნი­ის ხე­ლისფლე­ბამ პი­რო­ბა დადო, რომ ქვეყ­ნის მას­შა­ტა­ბით არ­სე­ბულ თი­თო­ე­ულ ატო­მურ ელექტრო­სად­გურს 2020 წლის­თვის და­ხუ­რავს. საფ­რან­გე­თი და ეს­პა­ნე­თი თა­ვი­ანთ ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე ტეს­ტებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ, რაც ამ სად­გუ­რე­ბის შემ­დგომ ბედს გან­სა­ზღვრავს. ელექტრო­სად­გუ­რებ­ზე უა­რის თქმა შვე­ი­ცა­რი­ა­მაც გა­და­წყვი­ტა, სა­დაც ქვეყ­ნის ენერ­გო­რე­სურ­სის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნებ­ლის 40 პრო­ცენ­ტი სწო­რედ ამ სად­გუ­რებ­ზე მო­დი­ო­და.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment