Wednesday, June 5, 2019

მეტროს მუშაობის საათები იცვლება

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან მეტ­რო­ში ახა­ლი კა­ბე­ლე­ბის სა­ინ­სტა­ლა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძე მთბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეტ­როს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი კა­ბე­ლე­ბის შეც­ვლას­თან ერ­თად, ასე­ვე, ით­ვა­ლის­წი­ნებს 28 საგ­ვი­რა­ბე გამ­ნი­ა­ვებ­ლი­სა და 32 ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბის მონ­ტაჟს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მიერ 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მეტ­რო­ში ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის ხელ­შე­წყო­ბით გა­მო­ყო­ფი­ლია 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც მოხ­მარ­დე­ბა ზუს­ტად ძა­ლო­ვა­ნი კა­ბე­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას და მთლი­ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. რაც მეტ­რო გა­იხ­სნა, მას შემ­დეგ ამ ტი­პის სამ­შა­ო­ე­ბი არ წარ­მო­ე­ბუ­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით 450 კი­ლო­მეტ­რი ძა­ლო­ვა­ნი კა­ბე­ლი იქ­ნე­ბა შეც­ვლი­ლი ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, ISO სტან­დარ­ტის კა­ბე­ლე­ბით. ასე­ვე, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მოხ­დე­ბა 28 საგ­ვი­რა­ბე გამ­ნი­ა­ვებ­ლი­სა და 32 ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბის მონ­ტა­ჟი,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, 1 ივ­ლი­სი­დან მეტ­რო 06:00 სა­ა­თი­დან 23:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
„ახა­ლი კა­ბე­ლე­ბის სა­ინ­სტა­ლა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა 1 ივ­ლისს, 2020 წლის ივ­ლის­ში კი მთლი­ა­ნად დამ­თავ­რდე­ბა ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, ჩვენ მოგ­ვი­წევს გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, იმი­ტომ, რომ კომ­პა­ნი­ას და იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში იმუ­შა­ონ. შე­სა­ბა­მი­სად, მეტ­რო 1 ივ­ლი­სი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 23:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს და ჩემი თხოვ­ნა სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას­თან იქ­ნე­ბა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment