Thursday, June 6, 2019

ზელენსკის ადმინისტრაცია: სუსლიაკების ბავშვების უკრაინაში წაყვანაზე პირველადი შეთანხმება მიღწეულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სუსლიაკების ბავშვების უკრაინაში წაყვანასთან დაკავშირებით პირველადი შეთანხმება მიღწეულია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის დელეგაციამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურასთან ერთად იმსჯელა 10 არასრულწლოვანი ბავშვის საქართველოდან უკრაინაში წაყვანის საკითხზე. 
„ახლა წყდება ბავშვების უკრაინაში დაბრუნების საკითხი. კერძოდ, გაგრძელდება საჭირო დოკუმენტების გაფორმების პროცესი. უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ბავშვები სამშობლოში ჩაიყვანონ“, – აღნიშნულია ზელენსკის პრესსამსახურის განცხადებაში.
5 ივნისს ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია.
2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.
საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის. 
შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment