Thursday, June 6, 2019

მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა - ფოტოები სასამართლოდან

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ეკა­ტე­რი­ნე კუ­ლუ­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.
ბრალ­დე­ბუ­ლის დარ­ბაზ­ში შეყ­ვა­ნი­სას კა­ლან­დი­ას ნა­თე­სა­ვე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ.


ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ კა­ლან­დია ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2 დღის წინ და­ა­კა­ვეს.
თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.
რო­გორც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2019 წლის 6 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა 2017 წლის 1 დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე, ბრალ­დე­ბულ მ.კ.-ს მი­მართ და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ შე­უ­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა.
„და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტე­ბით, მ.კ.-ს ბრა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად.
და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ხე­ზე იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.
ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დგომ, სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა, რომ არ­სე­ბობ­და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის ხელ­შეშ­ლის, საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის საფრ­თხე.
საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა 2019 წლის 11 ივ­ლისს, 11:00 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
აქვე გთა­ვა­ზობთ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს:
ambebi.ge

No comments:

Post a Comment