Friday, June 7, 2019

კასპში ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. მოკლულია კაცი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა. ცოლ-ქმარი ეზოში ნახეს. ქალს დაზიანება თავის არეში აქვს და ის კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კაცი კი უკვე გარდაცვლილი იყო.
დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და ის თანასოფლელია. დანაშაულის ადგილზე ორი ტიპის იარაღი - ცეცხლსასროლი და სანადირო იარაღია გამოყენებული. პოლიცია ბოროტმოქმედს ეძებს. 
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment