Tuesday, June 4, 2019

ნინი ორი თვის იყო, რეზი რომ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა" - როგორ ჩამოყალიბდა "მარშანიების ტრიო", რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებს იპყრობს

ამ ბავ­შვებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან კარ­გად იც­ნო­ბენ. ისი­ნი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი - სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლურ 2 ძმას და ერთ დას "მარ­შა­ნი­ე­ბის ტრი­ოდ" იც­ნო­ბენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მარ­შა­ნი­ე­ბის ოჯა­ხი ხუთი წევ­რის­გან შედ­გე­ბა. მამა ზუ­რაბ მარ­შა­ნია ეკო­ნო­მის­ტია, დედა - ირმა გა­ბი­სო­ნია - მუ­სი­კო­სი, უფ­რო­სი შვი­ლი ნი­კო­ლო­ზი 15 წლი­საა, რეზი - 12 წლის, ნინი კი 6 წლის გახ­ლავთ. ყვე­ლას უზო­მოდ უყ­ვარს მუ­სი­კა და ამის დას­ტუ­რია სწო­რედ ის, რომ ამ ბავ­შვე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს - სა­ოც­რად უკ­რა­ვენ და მღე­რი­ან.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ბავ­შვებ­ში მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი მშობ­ლე­ბი­დან მო­დის, რად­გა­ნაც მამა, ოჯა­ხის უფ­რო­სი მუ­სი­კის სე­რი­ო­ზუ­ლი მოყ­ვა­რუ­ლია. ბავ­შვო­ბი­დან დიდი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე და­ეკ­რა. თა­ვი­სით ის­წავ­ლა გი­ტა­რა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, ტუ­ჩის გარ­მონ­ზე, დრამ­ზე, დოლ­სა და სხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრა. დე­დას კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტე­ტი აქვს და­ვამ­თავ­რე­ბუ­ლი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მუ­შა­ო­ბა სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­სი­კის კა­თედ­რა­ზე და­ვი­წყე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იყო გო­გო­ნა­თა გუნდთან მუ­შა­ო­ბა. ამ­ჟა­მად კი ჩემს შვი­ლებ­თან ვმუ­შა­ობ, რად­გა­ნაც ამ დრო­ის­თვის ეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ჩემ­თვის, ისე ჩემი ოჯა­ხის­თვის", - გვე­უბ­ნე­ბა ირმა გა­ბი­სო­ნია, ბავ­შვე­ბის დედა.
მი­სი­ვე თქმით, მათ ოჯახ­სა და სა­მე­გობ­რო­ში სულ ის­მო­და მუ­სი­კა. ასე რომ, მათ­მა შვი­ლებ­მა პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გა­ი­თა­ვი­სეს და შე­იყ­ვა­რეს სიმ­ღე­რა და დაკ­ვრა. უფ­როს შვილს ნი­კო­ლოზ მარ­შა­ნი­ას, მცი­რე ასა­კი­დან აღ­მო­აჩ­ნდა კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა, მი­იყ­ვა­ნეს ბი­ჭუ­ნა­თა ან­სამ­ბლ "მძლე­ვარ­ში" (ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი - ტა­რი­ელ და კა­ხა­ბერ ონაშ­ვი­ლე­ბი). სწო­რედ იქ შე­უს­წავ­ლია და შე­უყ­ვა­რე­ბია პა­ტა­რა ნი­კას ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი.
"ნი­კას თა­ვი­სი ძა­მი­კო რეზი მალე წა­მო­ე­წია და ძმას­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და ან­სამ­ბლ "მძლე­ვა­რის" რე­პე­ტი­ცი­ებს. 3 წლის იყო და ხან ჩა­ე­ძი­ნე­ბო­და, ხან მონ­დო­მე­ბით ის­მენ­და, ჰყვე­ბო­და ბი­ჭებს სიმ­ღე­რა­ში. სა­ნამ ნინი და­ი­ბა­დე­ბო­და, ძმე­ბი ორ ხმა­ში მღე­როდ­ნენ და ბანს მე ვაძ­ლევ­დი. ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მე­სა­მე შვი­ლია სა­ჭი­რო და მშვე­ნი­ე­რი ტრიო იქ­ნე­ბაო. მარ­თლაც, ღმერ­თის ნე­ბით, ნინი მო­ევ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნას. მახ­სოვს, ორი თვის იყო, რეზი რომ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას ას­წავ­ლი­და მას სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით. ისიც სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­და და უღი­მო­და. ასე­ვე, ნი­კას აქვს სიმ­ღე­რის სწავ­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რი. ის ას­წავ­ლი­და რე­ზი­საც, რეზი - ნი­ნის და ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და "მარ­შა­ნი­ე­ბის ტრიო", - გვი­ამ­ბობს პა­ტა­რა მუ­სი­კო­სე­ბის დედა.
ნი­კას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ანას­ტა­სია ვირ­სა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის გიმ­ნა­ზია ფორ­ტე­პი­ა­ნოს კლა­სით. ამ­ჟა­მად, წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქოს სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ფორ­ტე­პი­ა­ნოს გარ­და, სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრის ინ­ტე­რე­სი აქვს - უკ­რავს გი­ტა­რა­ზე, ფან­დურ­ზე, დოლ­ზე, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, დრამ­ზე და ტუ­ჩის გარ­მონ­ზე.
რე­ზიმ კი სიმ­ღე­რის შემ­დეგ, დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­მართ. თურ­მე სულ პა­ტა­რა იყო, ფორ­ტე­პი­ა­ნოს რომ მი­უჯ­დე­ბო­და და სამ ხმა­ში აწყობ­და ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს.
"იმ დროს კი უკვე ბე­ბი­აც ჩა­ერ­თო საქ­მე­ში, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, უკვე აღარ გვყავს, რაც ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის... ბე­ბია ფორ­ტე­პი­ა­ნოს პე­და­გო­გი იყო ანას­ტა­სია ვირ­სა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის გიმ­ნა­ზი­ა­ში და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ რე­ზის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­მუ­სი­კო სკო­ლა "ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში". ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა და მოვ­ხვდით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პე­და­გოგ­თან ქალ­ბა­ტონ ნატო მა­ღა­ლაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც დღემ­დე და­უ­ღა­ლა­ვად და დიდი შე­მარ­თე­ბით მუ­შა­ობს რე­ზის­თან. ამ­ჟა­მად ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დის მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლეა", - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ირმა.
რო­გორც შე­ვი­ტყეთ, რეზი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი წევ­რია, რად­გა­ნაც - სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლია, წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და მას­ტერკლა­სებ­ში. ბა­ხის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლი პრე­მია აქვს აღე­ბუ­ლი; ასე­ვე პირ­ვე­ლი პრე­მია და სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი თენ­გიზ ამი­რე­ჯი­ბის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სზეც გა­და­ე­ცა; ოთარ თაქთა­ქიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სზეც - პირ­ვე­ლი პრე­მია და დიპ­ლო­მი კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ლიტ­ვის სა­ელ­ჩოს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზი; მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფეს­ტი­ვალ­ზე ქა­ლაქ ბა­ქო­ში; და­ჯილ­დოვ­და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მად­ლო­ბის სი­გე­ლით (2015 წელი); ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ფეს­ტი­ვალ­ზე "რონ­დო-კლა­სი­კა" ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის გა­დას­ცეს პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მი. ახ­ლა­ხან, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბელ­თა VII კონ­კურ­სზე, რო­მე­ლიც 18 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვი­საა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო კონ­კურსგა­რე­შე მო­ნა­წი­ლეს, ია­პო­ნი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის ტა­და­ჰა­რუ უე­ჰა­რას პი­რა­დი პრე­მია გა­და­ე­ცა;
26 მა­ისს თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მცი­რე დარ­ბაზ­ში რე­ზის სოლო კონ­ცერ­ტიც გა­ი­მარ­თა. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კომ­პო­ზი­ცი­ით და ეს ერთი წე­ლია, კომ­პო­ზი­ცი­ის გაკ­ვე­თი­ლებს იღებს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სორ-კომ­პო­ზი­ტორ მაკა ვირ­სა­ლა­ძეს­თან. და­წე­რი­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პი­ე­სა, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე­ჯერ შე­ას­რუ­ლა სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტზე. 31 მა­ისს მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახა­ლი თა­ო­ბის ვირ­ტუ­ო­ზე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რი კონ­ცეპტArt და ფონ­დი "იავ­ნა­ნა", რომ­ლის იდე­ის ავ­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძეა. ივ­ნის­ში მიწ­ვე­უ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში მეკ­ლენ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც რო­გორც სოლო პროგ­რა­მით, ასე­ვე კა­მე­რულ ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით წარ­სდგე­ბა. არა­და, პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ჯერ მხო­ლოდ მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლია.
"ნი­ნის პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ეს­მის მუ­სი­კა. ძმე­ბის მსგავ­სად, ნი­ნიც მუ­სი­კით იძი­ნებ­და და მუ­სი­კით იღ­ვი­ძებ­და. ხში­რად კლა­სი­კურ მუ­სი­კას ვას­მე­ნი­ნებ­დი. ნიკა და რეზი ას­წავ­ლიდ­ნენ სიმ­ღე­რას და მალე სა­მი­ვე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ას­რუ­ლებ­დნენ რო­გორც ხალ­ხურ, ისე სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რას გი­ტა­რის, ფან­დუ­რი­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნოს თან­ხლე­ბით. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე აკომ­პო­ნი­რე­ბას რეზი უწევ­და და ამ­ღე­რებ­და თა­ვის პა­ტა­რა და­ი­კოს. ერთხე­ლაც, ნი­ნის და რე­ზის სრუ­ლი­ად და­უ­გეგ­მა­ვად, ტე­ლე­ფო­ნით ვი­დეო გა­და­ვუ­ღე, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლებ­დნენ მაია ოთი­აშ­ვი­ლის სიმ­ღე­რას - "ეს ლა­მა­ზი მთე­ბი" და შემ­დეგ ავ­ტვირ­თე ჩემს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე". დი­ლით მე­გო­ბა­რი მი­რე­კავს ტე­ლე­ფო­ნით, - ნახე, რა ხდე­ბა, უამ­რა­ვი ნახ­ვა აქვს და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბაო. ამ ვი­დე­ოს უკვე სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რა მოჰ­ყვა, რომ­ლე­ბიც უცებ აი­ტა­ცა მსმე­ნელ­მა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­აღ­დგო­მო გა­ლო­ბა "ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით", რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ის­მენ­დნენ, ეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ, ნინი იქ 3 წლის იყო. უცხო­ე­ლე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ქარ­თვე­ლებს მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა გენ­ში და სის­ხლში აქვთ. ძმებ­მა პა­ტა­რა და­ი­კოს სიმ­ღე­რის გარ­და, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრაც ას­წავ­ლეს. მი­ა­მა­ტეს სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, რა­მაც ძალ­ზე გა­ა­ხა­ლი­სა მსმე­ნე­ლი. შემ­დეგ იყო მიწ­ვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა არ­ხის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ასე გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა "მარ­შა­ნი­ე­ბის ტრიო" მსმე­ნელ­მა. რე­პერ­ტუ­არს რაც შე­ე­ხე­ბა, ხან­და­ხან მეც ვეხ­მა­რე­ბი, რა თქმა უნდა, შერ­ჩე­ვა­ში. ნინი პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეა. მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას ისიც ცენ­ტრა­ლურ სა­მუ­სი­კო სკო­ლა "ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში" პე­და­გოგ ნატო მა­ღა­ლაშ­ვილ­თან იღებს", - გვე­უბ­ნე­ბა ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბის დედა, რომ­ლის შვი­ლებ­საც მუ­სი­კის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შუძ­ლი­ათ, აქვთ სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბა და მსმე­ნე­ლი­სა და მა­ყუ­რებ­ლის­გან აღი­ა­რე­ბა.
ასე­თი გახ­ლავთ ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი და პა­ტა­რა ვირ­ტუ­ო­ზე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment