👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ევროკავშირი რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 1,1 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს.
საუბარია, ევროკავშირის სპეციალურ სამუშაო ჯგუფზე East StratCom Task Force, რომელიც სწორედ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, 2015 წელს შეიქმნა. წელს კი ბრიუსელისგან ოფიციალურ დაფინანსებას მიიღებს.
დაფინანსების თაობაზე ზომები ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადების შემდეგ მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ ევროპის ერთ-ერთი რეალური პრობლემა "კიბერ-თავდასხმები, ყალბი სიახლეები და ჰიბრიდული ომია."
"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ამავდროულად პატიოსნად. თუკი ჩვენ გვინდა დავიცვათ საკუთარი თავი, თუ გვინდა ჩვენი პარტნიორების დახმარება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შიგნით არსებული საფრთხე ", - განაცხადა ტუსკმა.
ევროკავშრის ბიუჯეტიდან ჯგუფის ანგარიშზე ეს თანხა, 2018 წლიდან, ყოველწლიურად, სამი წლის განმავლობაში გადაირიცხება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment