Tuesday, November 28, 2017

მამუკა არეშიძე ტერორისტების საქართველოში შემოსვლის 3 ვერსიაზე ლაპარაკობს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე რამდენიმე ვერსიას ასახელებს, თუ რა განზრახვით უნდა შემოსულიყვნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე. 
"პირველი ის, რომ შემოიტყუეს, იმიტომ რომ ჩატაევს თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უჭირდა გადაადგილება, შესამჩნევი ფიგურა იყო ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ძალიან სერიოზულად ეძებდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ-ის სპეცსამსახურები. მეორე ვერსია არის, რომ საქართველოს სპეცსამსახურებში არსებობს ადამიანი, რომელმაც მას გარანტიები მისცა, რომ აქ რაღაც დროის განმავლობაში დამალვას შეძლებდა.  და მესამე - მას იმდენად სერიოზული მისია ჰქონდა, იმდენად სერიოზული ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი, არ ენდო სხვებს და თვითონ გადაწყვიტა ამ ამოცანის შესრულება. ერთადერთი ამოცანა, რისთვისაც თავის გაწირვა ღირდა, ეს არის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც გუშინ დაიწყო თბილისში და რომლის წინააღმდეგაც მას შეეძლო მოეწყო ტერორისტული აქტი",- განაცხადა მამუკა არეშიძემ
მისი აზრით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ როგორ შემოვიდნენ ტერორისტული დაჯგუფების წევრები ქვეყანაში. მისივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულები არიან სამი ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლები.
27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციის გამოძიებაში FBI-ს ექსპერტებიც ჩაერთვნენ.
სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
სპეცოპერაციის დროს საედ დუდაევი დააკავეს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სპეცოპერაციის დროს ადამიანი, რომელმაც თავი აიფეთქა, სავარაუდოდ აჰმედ ჩატაევია
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში.

No comments:

Post a Comment