Saturday, November 25, 2017

უკრაინაში ჰოლოდომორის აღიარებაზე კანონს ითხოვენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ჰოლოდომორის აღიარების პასუხისმგელობას ითხოვს. "ჰოლოდომორის არ აღიარება, ისეთივე უმსგავსობაა, როგორც ჰოლოკოსტის უარყოფა", - განაცხადა პოროშენკომ. 
ამავე დროს, უკრაინის პრემიერმინისტრმა ვალდიმერ გროისმანმა, თავის განცხადებაში დაწერა, რომ უკრაინამ სამი ჰოლოდომორი გადაიტანა. 
ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში.
არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment