👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 70 წლის კაცი ცემისგან გარდაიცვალა. როგორც ლენჯერის გამგებელმა ვლადიმერ ფილფანმა imedinews -სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ნაცემი კაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს.
მესტიის საავადმყოფოს ცნობით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment