Wednesday, November 29, 2017

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს


საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ სთავაზობენ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას სთავაზობენ ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას.
„ასეთი კომპანიები შეიძლება, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს “საფინანსო”, “საბროკერო”, “საინვესტიციო” ა.შ., რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საფინანსო სექტორის ლიცენზირებული წარმომადგენელი და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული. საქართველოს კანონმდებლობით, ე.წ. FOREX პლატფორმაზე მოვაჭრე შუამავლები, ამ ეტაპზე არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ.
ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
1tv.ge

No comments:

Post a Comment