👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25- 26 ნოემბერს, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა -1, -4 გრადუსამდე დაიკლებს, რაც ციტრუსოვანი ნარგავების ერთწლიანი ნაზარდების და დაუკრეფავი ნაყოფის დააზიანებას გამოიწვევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.
26 ნოემბერს ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაეცეს, დედაქალაქში კი -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment