Sunday, November 26, 2017

კვლევა: პესტიციდები გავლენას ახდენს შობადობის მაჩვენებელზე

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იმ ხილის და ბოსტნეულის მიღება, რომელშიც მაღალია პესტიციდების შემცველობა, ქალებში შესაძლოა, დაბალ შობადობას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. 
კვლევაში 325 ქალი მონაწილეობდა. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ისეთ ხილსა და ბოსტნეულში, რომელშიც პესტიციდები დიდი რაოდენობითაა, შეუძლია გავლენა იქონიოს როგორც შობადობის მაჩვენელებზე, ასევე ცოცხალი ნაყოფით მშობიარობის შანსების შემცირებაზე.
ჰარვარდის სპეციალისტებმა კვლევისას აღმოაჩინეს, რომ სუპერმარკეტში გაყიდულ ზოგიერთ პროდუქტში პესტიციდების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია, მაგალითად მარწყვში, ისპანახში და წიწაკაში. შედარებით დაბალი იყო ლობიოში და ავოკადოში.
როგორც გამოცემა წერს, ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პესტიციდების შემცველი საკვების მიღება ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს აუტიზმს. 2017 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ პესტიციდებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფული შედეგი აქვს. “პესტიციდებთან ქრონიკული შეხება უკავშირდება კიბოს, ალცჰაიმერს, პარკინსონს, ჰორმონალურ დარღვევებს, გონებრივი განვითარების პრობლემებს და სტერილობას” - ნათქვამია ანგარიშში.
პესტიციდებმა ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს კანცეროგენული, ნევროლოგიური, რეპროდუქტიული, დერმატოლოგიური და გასტროენტეროლოგიური დაავადებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისკლასიფიკაციით, პესტიციდები კანცეროგენულია (შესაძლოა გამოიწვიოს კიბო), ნეიროტოქსიკურია (შეუძლია თავის ტვინის დაზიანება) და ტერატოგენური (ორსულის ნაყოფის დაზიანება შეუძლია).
"ამერიკის ხმა" კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანულ სუპერმარკეტში გაყიდულ პროდუქტებში ქიმიკატების რაოდენობა ბოლო 40 წელიწადში 17-ჯერ გაიზარდა. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment