👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ევროვიზია 2017-ს კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგენელი მარია ისიდე ფიოერეა იქნება. ქართველი კონკურსანტი გრიგოლ ყიფშიძე კი ფინალში მეცხრე ნომრად გამოვა.
მაყურებელს 16 ქვეყნის მონაწილეებს შორის, მაქსიმუმ ხუთი ფავორიტის შერჩევა და მოწონება შეეძლება. გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებითა და ონლაინ ქულების შედეგების მეშვეობით გამოვლინდება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment