Thursday, November 23, 2017

ლონდონში ახალგაზრდა ქალი სელფის გადაღების დროს დაიღუპა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ახალზელანდიელი ახალგაზრდა ქალი ლონდონში სელფის გადაღების დროს დაიღუპა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 
გამოცემის ცნობით, ტონი კელი ბინაში მარტო ცხოვრობდა. მისი მეგობრის მტკიცებით, გოგო სელფის გადაღების მცდელობის დროს მეორე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. ამასთან, ადგილობრივი პოლიცია და კელის მშობლები ამ ვერსიას არ ადასტურებენ. 
შემთხვევის ადგილზე მედიკოსები დროულად მივიდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გოგო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ თავის არეში მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment