👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, ელჩი თამარ ბერუჩაშვილი გუშინ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 30-ე სხდომაზე არჩეული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეა ორგანიზაციის სათავო ოფისში, ლონდონში, 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ტარდება.
ასამბლეა იმართება ორ წელიწადში ერთხელ და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის უმაღლეს ტრიბუნას. ასამბლეა ასევე ირჩევს ორგანიზაციის საბჭოს წევრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment