Thursday, November 23, 2017

მიქაელ ბოტკოველი: უცნობია, რა უფლებებით აღჭურავს პატრიაქრი მოსაყდრეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს საპატრიაქროში ამ დრომდე არ იციან რა უფლებამოვალეობებით აღჭურავს კათოლიკოს-პატრიაქრი გუშინ მოსაყდრედ დასახელებულ მეუფე შიოს. ამის შესახებ "იმედს" საპატრიაქროს მდივანმა მამა მიქაელ ბოკტოველმა განაცხადა.
"ჩვენთვის უცხო და ახალია ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით რა უფლებამოვალეობებით აღჭურავს მისი უწმინდესობა მეუფე შიოს. მას აქამდეც ჰქონდა სამსახური საპატრიარქოში. ის საჯარისო ნაწილებში მყოფ სასულიერო პირებსა და მცხეთა-თბილისის ეპარქიის მონასტრებზე ზედამხედველობას ახორციელებდა", - განმარტავს მამა მიქაელ ბოტკოველი.
საპატრიაქროს მდივანი არ მალავს, რომ მათთვის მოულოდნელი იყო მოსაყდრის ამ ფორმით დასახელება.
"კულუარულად იყო საუბარი, ხომ არ მიიღებს პატრიაქრი ასეთ გადაწყვეტილებას და თავის სიცოცხლეშივე ხომ არ დაასახელებს მოსაყდრეს. თუმცა, კონკრეტულად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ასეთ ვერავის ვხედავდით. კონკერტულად, რომ არჩევანს მეუფე შიოზე გააკეთებდა, ეს ყველასთვის მოულოდენლი იყო", - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დღეს საპატრიარქო განცხადებას გამოაქვეყნებს ილია მეორეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დანიშვნას ეხება. ამ განცხადებაში ასევე განმარტებული იქნება მოსაყდრის უფლებამოვალეობები. 
გუშინ პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment