Thursday, November 30, 2017

"ამჟამად გარემოში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  
ამჟამად გარემოში ცირკულირებს სამი ტიპის - პარაგრიპის, ადენოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვირუსების ცირკულაცია დაბალია და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოუტანია.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ დარეგისტრირებულა.

"ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციებით ავადობა მატულობს. ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ არის რეგისტრირებული, ევროპის რეგიონში გრიპის ვირუსების აქტივობა რჩება დაბალი, თუმცა ველოდებით, რომ გამოჩნდება გრიპის 
-0:10
ვირუსი და მოიმატებს გრიპით ავადობა. ამის პარალელურად, ამ ეტაპზე სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. გასული კვირის მონაცემებით, სულ ცოტა 3 ტიპის ვირუსი ფიქსირდება", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

ზახაშვილი გრიპის ან სხვა ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.

პირველ რიგში, ხათუნა ზახაშვილი, მოსახლეობას იმუნიზაციის ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს. გარდა ამისა, მისი რჩევაა, ვირუსის მატარებელი ადამიანი მოერიდოს ვირუსის გავრცელებას და თავი შეიკავოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან. ასევე, რეკომენდებულია, ხელების ხშირი დაბანა, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების განიავება და სველი წესით დასუფთავება.

"გრიპის პრევენციისთვის ჩვენი რეკომენდაციაა იმუნიზაციის ჩატარება, რადგანაც გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანს იცავს მაღალი ავადობისგან, მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და იცავს გრიპის ძალიან მძიმე გართულებისგან, რაც ლეტალობაში გამოიხატება. ვაქცინას ეს თვისება აქვს და განსაკუთრებით რეკომენდებულია, გრიპის გართულების რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ჯერ კიდევ კარგი პერიოდია, რომ ჩატარდეს გრიპის ვაქცინაცია, ის იქონიებს პროფილაქტიკურ შედეგს და აცრილი ადამიანები ან არ დაავადდებიან, ან თუ დაავადდებიან, მათი სიცოცხლისთვის სახიფათო არ იქნება.
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  

No comments:

Post a Comment