Monday, November 27, 2017

ჰიტლერის ულვაშის შესახებ თამაშს რეზონანსი მოჰყვა


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ისრაელელმა გამომგონებელმა ალან კორმიმ, Wolfenstein 2: The New Colossus-ის პაროდიული თამაში - Wolfenstäche: The New Censorship-ი შექმნა. მასში ადოლფ ჰიტლერის "აგრესიულ" ულვაშს უნდა შეებრძოლო. ამის შესახებ Comicbook-ი წერს.
Wolfenstäche- კომპანია Bethesda-ს საპასუხოდ შექმნეს. მათი თამაში, Wolfenstein 2, ისრაელში არ იყიდებოდა, რადგან ამ სამყაროში ნაცისტები იმარჯვებდნენ. სტუდიამ საკუთარი გადაწყვეტილება არ განმარტა, თუმცა მიყენებული ზიანისთვის ბოდიში მოიხადა. Bethesda-ს საქციელმა ისრაელელი მოთამაშეები გააღიზიანა, რადგან Wolfenstein 2-ში, ადამიანი ებრაელი ჯარისკაცის სახელით თამაშობს, რომელიც ნაცისტებს ებრძვის. 
Wolfenstäche-ის "აგრესიული ულვაში" შეიქმნა იმიტომ, რომ გერმანიაში თამაში დააცენზურეს. ადგილობრივი კანონმდებლობის გამო, თამაშის შემქნელებს ალტერნატიული ვერსიის შემუშავება დასჭირდათ, რომელშიც ვირტუალურ ჰიტლერს არ ექნებოდა ულვაში. გარდა ამისა, თამაში მას მიმართავენ არა როგორც "ფურერო", არამედ "კანცლერ". 
Wolfenstäche-ის მთავარი გმირი ავტომატით დადის და მას თავს სხვადსხვა ფორმის ულვაში ესხმის. 
თამაში უფასოდ ხელმისაწვდომია Windows, Mac და Linux-ის კომპიუტერებისთვის.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment